(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ილია ვაშაყმაძე უკვე 75 200-ლარიანი ავტომანქანით გადაადგილდება. როგორც “გურია ნიუსი” წერდა, მსუბუქი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 21 დეკემბრის #927 ბრძანებით იყიდეს. როგორც ბრძანებაში წერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაადგილების უზრუნველყოფას მაღალი გამავლობის ავტომობილი სჭირდება. ილია ვაშაყმაძეს 2012 წელს სოფლებში გასვლა ბევრჯერ მოუხდება _ წელს ხომ საპარლამენტო არჩევნების წელია.