საერთაშორისო კომპანია „ევანსიმ“ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ინვესტიციებისა და უძრავი ქონებისთვის ყველაზე უსაფრთხოა.
ამ რეიტინგში პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა. მისი ეკონომიკა ხასიათდება, როგორც ყველაზე მდგრადი.
შვეიცარიის ხელისუფლება იმ უცხოელების რაოდენობას ზღუდავს, რომლებსაც ამ ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა შეუძლიათ. შვეიცარიის მთავრობა, ასევე, ზღუდავს უძრავი ქონების მეორად გაყიდვებსაც. ანალიტიკოსების აზრით, შვეიცარიაში უძრავ ქონებაზე ფასები სტაბილურად იზრდება 1-დან 3 პროცენტამდე.
მეორე ადგილზე, უძრავი ქონებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების თვალსაზრისით, დიდი ბრიტანეთია.
უსაფრთხო ქვეყნების სამეულს საფრანგეთი ხურავს, სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ღირებულება 35-45 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს უძრავი ქონების უკან გამოსყიდვის შესაძლებლობაც, რაც გარანტირებულ შემოსავალს იძლევა.
უძრავი ქონებისთვის უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ ასევე, ავსტრია და იტალიაც.