რამდენიმე წუთში პრემიერი ღარიბაშვილი გურიაში იქნება. თუმცა, მის ჩამოსვლამდე გურიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ადგილობრივ სერვისცენტრში ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზს ვერ აკონკრეტებენ:
_ დაზუსტებით არ ვიცით რა მოხდა. მთელი გურიაა გამორთული. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ცუდი ამინდი _ ქარი და ძლიერი წვიმა გახდა, _ გვითხრეს კომპანიაში.
ამ წუთებში გურიაში კოკისპირული წვიმა და ძლიიერი ჭექა-ქუხილია.
ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს ჩოხატაურიდან იწყებს, სადაც მშენებარე ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრება. კიდევ ერთ საწარმოს, რომელიც მაისის ბოლოს გაიხსნება, პრემიერი ანასეულში დაათვალიერებს, ხოლო გურიანთაში – ახლად გახსნილი ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას გაეცნობა.