შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსმასახურის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის პირველი ნაწილით არიან დაკავებულები.
"დაკავებულები არიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, 150 მუხლის პირველი ნაწილით, ეს მუხლი ითვალისწინებს თვითმმართველი ერთეულის შენობების ფასადების დამახინჯებას, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების, თვითნებური შესრულება, ვიტრინებსა და ღობეებზე", _აღნიშნავენ პრესსამსახურში.