(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ახალი წლის დადგომამდე ორი დღით ადრე, “გურიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის” ბენეფიციარებმა ტრადიციული კარნავალი გამართეს. მათი განწყობა მეტად საახალწლო და ხალისიანი აღმოჩნდა. ბენეფიციარებმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები სცენაზე მიიწვიეს და მათთან ერთად საახალწლო სიმღერები (დუეტები) შეასრულეს. ამავე ორგანიზაციის ყოფილ ბენეფიციარს, ნათია ხელაძეს, რომელიც ახლა სტუდენტია და თბილისში სწავლობს, დაბადების დღე ჰქონდა _ მან მეგობრებისგან საჩუქარი მიიღო.
კონცერტის დასასრულ, მონაწილეებმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და დაგვპირდნენ, რომ 2012 წელს უფრო მეტ საინტერესო ღონისძიებას შემოგვთავაზებენ.