პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის კითხვის დასმა უნდოდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, კახა ასკურავას.
_ კითხვა მაქვს, – უთხრა პრემიერ-მინისტრს, ასკურავამ. მაგრამ, ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით დაემშვიდობა ხალხს: – კარგად.
_ ძალიან მარტივი შეკითხვა მქონდა, მისი ჩამოსვლის დროს, მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის და “თავისუფალი ზონის“ ბესო ქათამაძის დაკავება. თუ ჰქონდა ამის თაობაზე მას ინფორმაცია და რატომ არ დაინტერესდა ამ ფაქტით. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი, მაგრამ ის ადგა და მანქანისკენ გაეშურა, – გვითხრა კახა ასკურავამ.
ირაკლი ღარიბაშვილს ასევე კიდევ ერთმა ლანჩხუთელმა, ლელა ჩახვაძემ გამოეხმაურა. მან პრემიერ- მინისტრის უთხრა: უყვარხარ გურულებს.