რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაჟა ფანჩულიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ადასტურებს.
გადადგომის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დეპარტამენტში რაიმე სახის კონფლიქტს სამინისტროსთან გამორიცხავენ.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა ფანჩულიძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა.
იგი ამ პოსტზე 2014 წლის ივლისის შემდეგ მუშაობს. აღნიშნულ თანამდებობაზე ფანჩულიძემ დავით შავლიაშვილი შეცვალა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.