"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსად, თამარ ბაგრატია დაინიშნა.
ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.
თამარ ბაგრატია 2002 წლიდან 2015 წლის მაისამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე – NALAG/USAID პროექტი – "კლიმატის ცვლილებისადმის ადაპტაციის და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია საქართველოს რეგიონებში" – ექსპერტი; OSCE/ODIHR – მოკლევადიანი კონსულტანტი; UN-Woman – მოკლევადიანი კონსულტანტი; ივ,ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ტრენინგებისა და განვითარების სამმართველო – წამყვანი სპეციალისტი; გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული ექსპერტი გენდერულ საკითხებში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი – მეცნიერ-თანამშრომელი ; ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი; ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტუდენტთა მომსახურების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; აღმოსავლეთ-დასავლეთ ურთიერთობების კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რეფერენტი; მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერის პროექტის ეროვნული ექსპერტი.
დამთარებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის სპეციალობა; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა – გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი – სპეციალობა: სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურიგეოგრაფია; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი – გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტისპეციალობა: სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურიგეოგრაფია (წარჩინების დიპლომი).