რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაჟა ფანჩულიძის თანამდებობიდან გაშვებით კორუფციული სისტემა არ შეიცვლება.
ამის შესახებ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან თარხნიშვილი ავრცელებს.
" ეს გადადგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვიმეორებდით. ამ სფეროში არის კორუფციული სისტემა, რომელშიც ჩართულია მთლიანად მთელი სისტემა და ცალკეული ადამიანების გამოცვლითა და მითუმეტეს მათი სახლში გაშვებით, ვითარება არ შეიცვლება და მდგომარეობა არ გამოსწორდება, საჭიროა მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული და კორუმპირებული სისტემის ცვლილება", _ აცხადებს ლევან თარხნიშვილი