უკრაინაში დაკავებულ ორ რუს სამხედროს ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლებენ.
როიტერის ცნობით, დაკავებული რუსი ჯარისკაცები იმ სპეცდაჯგუფების წევრები არიან, რომლებმაც აღმოსავლეთ უკრაინაში არაერთი უკრაინელი სამხედრო მოკლეს და დაჭრეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა დაკავებული რუსი სამხედროების აღიარებითი ჩვენების ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ერთ-ერთი სამხედრო ამბობს, რომ ის რუსეთის ქალაქ ტოლიატიდან ჯაშუშობის მიზნით უკრაინაში ჩავიდა.
აღნიშნულ ინფორმაციას მოსკოვში უარყოფენ. ოფიციალური კიევი და დასავლეთი რუსეთს დონბასში საკუთარი სამხედროებისა და იარაღის გაგზავნაში ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.