გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის მოადგილედ სოსო ერქომაიშვილი დაინიშნა. ერქომაიშვილმა დღეს მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
განათლება: 2008-2010 საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) – სახელმწიფო მმართველობის სკოლის ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა.
განათლების ხარისხი: მაგისტრი
2004 – 2008 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი.
სპეციალობა: სახელმწიფო მართვის მოხელე.
სამუშაო გამოცდილება: 2012 წ. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ქონების მართვის სამსახური; 2013 წ. მშენებლობის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამსახური; 2014 წლიდან დღემდე: მშენებლობის დეპარტამენტის, მშენებლობის ხარისხის მონიტორინგის სამსახური (მთავარი სპეციალისტი);
2010-11 წლებში კომპანია ESTETIC TECNOLOGY-ს საზოგადოებასან ურთიერთობის მმართველი (PR. მენეჯერი);
2009–2010 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (სტაჟიორი);
საზოგადოებრივი საქმიანობა: 2012 წ. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ – დემოკრატიული საქართველო (დამფუძნებელი);
2012 წ. კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგიონალური სამსახურის წევრი;
2011 წ. საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება ახალგაზრდული გუნდის წევრი;
1998 წლიდან დღემდე ვმონაწილეობ ქართული ტრადიციული გალობის აღდგენის პროცესში.
სამუშაო გამოცდილებაში სოსო ერქომაიშვილს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ არაფერი უწერია. ის მერის არჩევნების დროს “პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატის, შოთა გოგიბერიძის სასარგებლოდ მუშაობდა და “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს დაუპირისპირდა.