დიზაინერი თათა ვარდანაშვილი საკუთარი სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრისთვის ჩამორთმეული სტატუსის დაბრუნებას ითხოვს.
მან თანამშრომლების ნაწილთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა და თავდაცვის მინისტრს მოუწოდა გადახედოს დოკუმენტაციას და საამქრო სამინისტროს მართვის ქვეშ დააბრუნოს.
ცნობისთვის, აღნიშნულ საამქროში წლების განმავლობაში ქართველი ჯარისკაცებისთვის სპეც-ტანსაცმელი იკერებოდა და პარალელურად მსურველებს სპეციალობასაც ასწავლიდნენ.