ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთელ ვეტერანებს ქალაქის მეორე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ირა დვალიშვილის ხელმძღვანელობით და კაფე "ბათას" მეპატრონე მედეა რობაქიძემ გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს.
სკოლის მოსწავლეებმა ვეტერანებს ჩავლილი დღესასწაული მიულოცეს. წაიკითხეს ფრონტიდან გამოგზავნილი სამკუთხა ბარათები, მოეფერნენ და მადლობა გადაუხადოს მათ ქვეყნის წინაშე გაწეული თავდადებისთვის. აჩვენეს ომის ამსახველი კადრები, ნაწყვეტები რეზო ჩხეიძის ფილმებიდან "ღიმილის ბიჭები" და "ჯარისკაცის მამა".
კაფე "ბათას" მეპატრონე მედეა რობაქიძემ კი, რომლის მეუღლე თავადაც ომის ვეტერანი იყო, უხუცეს მებრძოლებს პატივისცემის ნიშნად, "ბათაში" სადღესასწაულო სუფრით გაუმასპინძლდა და თითოეულ მათგანს სამახსოვროდ საჩუქარი გადასცა.