თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომუშავე გაფიცულ მუშებს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ადვოკატები გამოუყო.
ცნობისთვის, თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომუშავე გაფიცული მუშების, რომლებიც ანაზღაურების გაზრდასა და ჰიგიენური ნორმების დაცვას ითხოვენ, ინტერესებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაიცავს.
პარტია მათ ადვოკატებს გამოუყოფს, რომელიც მუშებს ახალი სამუშაო კონტრაქტების დადებაში დაეხმარება.
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულების უმრავლესობას, ვადაგასული კონტრაქტები აქვთ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის თქმით, პარტიის მიერ გამოყოფილი ადვოკატი – დათო ჯინჯოლავა და გიორგი ბაბაკიშვილი, მუშების ინტერესებს მანამ დაიცავენ, სანამ მათ ამის სურვილი ექნებათ.
დეპუტატმა ხელისუფლებას მოუწოდა გაფიცულების საქმით დაინტერესდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნონ.