აზერბაიჯანში 15 ათასზე მეტი ადამიანი საცხოვრებელი კორპუსების ადვილად აალებადი მასალით მშენებლობის წინააღმდეგ აქციის გამართვას სოციალური ქსელების მეშვეობით გეგმავს.
BBC-ის ცნობით მოსახლეობის პროტესტი ცოტა ხნის წინ ბაქოში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა და მთელ კორპუსს მოედო.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის სწრაფად გავრცელება საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს დაბალი ხარისხის მასალის გამოყენებამ გამოიწვია.
მომხდარის გამო, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი უკვე დაკავებულია.