ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში, ოჯახური ძალადობის შემთხვევისას ქმარმა ცოლს თავში ნაჯახი ჩაარტყა.
როგორც დაზარალებულის მეზობლები ამბობენ, შემთხვევა ეჭვიანობს ნიადაგზე მოხდა.
თანასოფლელების ინფორმაციით, დაზარალებული 52 წლის ქალბატონი სამუშაოდ თურქეთში დადიოდა, რის გამო მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა.
დაზარალებული ქალბატონი ამ დროისთვის ქობულეთის საავადმყოფოში იმყოფება.
ექიმების განცხადებით, მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.