(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 6 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ერთ-ერთ სახლს ხანძარი გაუჩნდა. როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის სახანძრო სამსახურში უთხრეს, შეტყობინება დილის 10 საათსა და 20 წუთზე მიიღეს. დასახმარებლად სასწრაფოდ გაეშურა ორი სახანძრო მანქანა. როგორც სახანძრო სამსახურის თანამშრომელი, თემურ ჭელიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, მათ ოპერატიულად იმოქმედეს და სახლის მესამე სართულზე გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს: _ დაიწვა ჭერის და კედლების ნაწილი. რაც მთავარია, სახლი დაწვას გადავარჩინეთ. 12 საათსა და 40 წუთზე სამაშველო ოპერაცია უკვე დამთავრებული იყო, _ თქვა მან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved