უკვე წლებია, რაც 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით აკეთის თემი ტრადიციულ დოღს მასპინძლობს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. სამზადისი უკვე დაწყებულია და აკეთი ამ დღეს დიდი სტუმრიანობისთვის ემზადება.
დოღში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მხედრები მიიღებენ მონაწილეობას შერეული ჯიშის ცხენებით.
გარდა გურიისა, შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებს მეზობელი რეგიონებიდანაც ელიან.
ირკვევა, რომ აკეთში წლევანდელი სახალხო ზეიმი კომპანია “კრიმანჭულის გზის” მხარდაჭერით ტარდება.
ჰოდა, 28 აგვისტოს, დღის პირველი საათისთვის, ყველას ეპატიჟებიან აკეთში სახალხო ზეიმზე.