გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა. მისი თქმით, 363 აბიტურიენტმა გამოცდების ბარიერი გადალახა, მაგრამ ვერსად ჩაირიცხა.
“სტატისტიკური მონაცემების თვალსაზრისით კარგი მდგომაოერობაა და კმაყოფილი ვარ. წელს 100%-იანი გრანტი 1008 აბიტურიენტმა მიიღო, 70%-იანი კი 1457-მა,“- განაცხადა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც მიმინოშვილმა განაცხადა, ე.წ უფასო ფაკულტეტებზე სულ 4051 აბიტურიენტი ჩაირიცხა.