ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საკუთარ მკითხველებს შორის ერთი საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა.
გაზეთის ჟურნალისტებს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სექსუალური მოთამაშის დადგენა სურდათ. ამ გამოკითხვაში ძირითადად „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები აქტიურობდნენ.
ყველასათვის მოულოდნელად ინგლისელმა მანდილოსნებმა ყველაზე მომხიბვლელად თავის დროზე „ნიუკასლსა“ და „ტოტენჰემში“ მოასპარეზე ფრანგი მოთამაშე დავიდ ჟინოლა დაასახელეს. ფრანგს ხმა სამი ათასმა ადამიანმა მისცა.
საპატიო მეორე პოზიციაზე ინგლისელი სექს-სიმბოლო დევიდ ბექჰემი გავიდა, მესამე ადგილი კი პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს ერგო.
სხვათა შორის, ამ სიაში ბრიტანელები ძალზე ცოტანი არიან.
ფრანგი ტიერი ანრი მეოთხეზე გავიდა, იტალიელი ფრანჩესკო ტოტი მეხუთეზე. მეექვსე ადგილი ტოტის თანამემამულე ფილიპო ინძაგის ერგო, რაც ერთგვარ მოულოდნელობად ჩაითვალა.
ჟინოლასა და ინძაგის გარდა, პირველ ოცეულში რამდენიმე ისეთი მოთამაშე მოხვდა, რომლებმაც პროფესიული კარიერა უკვე დაასრულეს.
ფრანგმა ერიკ კანტონამ, უელსელმა ვინი ჯოუნსმა, ბრიტანელებმა გარი ლინეკერმა და რეი უილკინსმა საკმაოდ მაღალი ადგილები დაიკავეს.