საერთაშორისო ფინანსური სკანდალი და დაჯარიმებული უმსხვილესი ბანკები _ აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ მსოფლიო მნიშვნელობის 5 ბანკი, მათ შორის- “JPMorgan Chase” და “Citigroup”, სავალუტო კურსის მანიპულაციებისთვის დააჯარიმა.
5 ბანკიდან ოთხმა დანაშაული აღიარა.
“JPMorgan Chase”-მა ჯარიმის სახით 550 მილიონი გადაიხადა , “Citigroup” მა კი 925 მილიონი. ბრიტანულმა ბანკმა “Barclays Plc” -650 მილიონი დოლარი, “Royal Bank of Scotland PLC”-395 მილიონი, რაც შეეხება შვეიცარუილ “UBS AG”-ს, ის დადანაშაულებულია საპროცენტო განაკვეთების ფალსიფიკაციაში.
აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 4 ბანკის თრეიდერებმა საკუთარი თავი გაასაღეს “კარტერის” წევრებად და სპეციალური ელექტრონული ჩატის მეშვეობით, სადაც ისინი კოდირებული სიტყვებით ესაუბრებოდნენ ერთმენთს, ახდენდნენ გაცვლითი კურსის მანიპულირებას.
დაჯარიმდა ასევე “Bank Of America Corp”- 205 მილიონი ამერიკული დოლარით- არასაკმარისად სანდო მეთოდისთვის, რომელიც ბანკს უცხოურ ვალუტასთან მუშაობაში ჰქონდა. შვეიცარიული “UBS AG”-ს, საბანკო მანიპუალციებისთვის 203 მილიონ დოლარს გადაიხდის.
წყარო: pirveliradio.ge