ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
"დიახ, მე ხელთ მაქვს ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუძაზე აწერს. ბრძანებაში წერია _ „გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამგებლის პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი 2015 წლის 21 მაისიდან".
მოტივაცია, თუ რის საფუძველზე მატოვებინებენ თანამდებობას, ბრძანებაში მითითებული არაა", _ ამბობს ზენაიშვილი.