(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუნიციპალიტეტის დამსახურებულ ადამიანებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად ტკბილეული გამოუგზავნა.
პრეზიდენტის საჩუქარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თექვსმეტივე ტერიტორიულ ერთეულში გადასცეს დავით ურუშაძეს (ქ. ლანჩხუთი), შოთა მარუაშვილს (ნიგოითი). ჰამლეტ ბზეკალავას (შუხუთი), ევგენი ნაცვალაძეს (მამათი), როსტომ ქურიძეს (აკეთში), არჩილ ჩხაიძეს (აცანა), მაია ჩხაიძეს (მაჩხვარეთი), ეთერ ჭყონიას (ჩიბათი), გულნარა ორაგველიძეს (ლესა), მიმოზა ბარამიძეს (ჯურუყვეთი), სანდრო დონდოლაძეს (ნინოშვილი), გიგლა იმნაძეს (გვიმბალაური), ვენერა ბაბუხადიას (ჩოჩხათი), იოსებ ტუღუშს (ნიგვზიანი), ქეთევან გოგუას (ღრმაღელე), რუსუდან ჩხაიძეს (სუფსა). მათ მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს ყურადღებისთვის.
საახალწლოდ ტკბილეული და სურსათი მიიღეს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებმა შეჭირვებულმა ოჯახებმა. საჩუქრები ოჯახებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიტანეს და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვეს მათ.