"საქართველო და უკრაინა ევროპაში უვიზო მიმოსვლას იმსახურებენ" – ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რიგაში.
ქართველი და უკრაინელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია რიგის სამიტზე დაფიქსირდეს, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად მიიღებენ, უვიზო მიმოსვლას ევროპასთან.
"გვინდა გაიგონონ ჩვენი ხმა. ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპის ნაწილი. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი არ შეიძლება ასე გაჭიანურდეს", _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.