დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ესწრებოდა, დეპუტატებს შორის ურთიერთდაპირისპირებისა და პიროვნული შეურაცხყოფების ფონზე წარმიმართა.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერს დავით მჟავანაძესა გურიის გუბერნატორს შორის ხმამაღალი საუბარი ურთიერთბრალდებების რეჟიმში მიმდინარეობდა.
საკრებულოს წევრებმა ტარიელ აროშიძემ, ბონდო ღლონტმა და ლელა ნაცვალაძემ დავით მჟავანაძეს დემაგოგი, საწყალი უწოდეს და პროვოკაციის მოწყობაში დასდეს ბრალი:
“ნუ ბალამუტობ, შენ ყ…ო,“ “ცოცხი კი არა ფარჩხები გეკუთვნის“ , “არ შემხვდე საზოგადოებაში თორემ გაულახავი არ დარჩები შე საცოდავო“ – მიმართავდნენ მჟავანაძეს დეპუტატები.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved