შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ ჯვარში, 1950 წელს დაბადებული რ. უ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, ამოღებულია „იჟ 56-3-ის“ მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი, 8 ცალი ვაზნა, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდით და 2 ვაზნით.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.