"ყავისა და სექსის კომბინაცია სასიკვდილოდ საშიშია – იზრდება ტვინში სისხლის ჩაქცევის ალბათობა“, – დაადგინეს ნიდერლანდელმა სწავლულებმა. რისკის დამატებით ფაქტორად გვევლინება სურდო, მაგრამ, არა თვით სურდო, არამედ, დაცემინების მცდელობა, ვინაიდან, ის იწვევს წნევის მომატებას.
ამ დაავადების შემსწავლელმა სპეციალისტთა ჯგუფმა რისკის სულ რვა ძირითადი ფაქტორი გამოავლინა, რომლებმაც, შეიძლება, ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.
უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ პაციენტთა 10 პროცენტზე მეტმა ინსულტი სწორედ ყავის გამო მიიღო. ყავომანები რისკის ქვეშ 1,7-ჯერ უფრო ხშირად არიან, ვიდრე სხვები – ეს ყველაზე გავრცელებული რისკფაქტორია.
ემოციის უეცარი და მკვეთრი ამოფრქვევა, ისეთი, როგორიცაა ძლიერი შიში, რისკს 23-ჯერ ზრდის, მაგრამ, პაციენტთა მხოლოდ 2,7 პროცენტი მოხვდა ამის გამო საავადმყოფოში.
"დარტყმის მაპროვოცირებელ ყველა ფაქტორს სისხლის წნევის უეცარ მკვეთრ ზრდამდე მივყავართ. ანევრიზმის გამო სწორედ ეს არის ტვინის სისხლძარღვების გასკდომის მიზეზი“, – განმარტა კვლევების ხელმძღვანელმა, ნევროლოგმა მონიკა კლაკმა.
თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმით ყოველი 50-ე ადამიანი იტანჯება, მაგრამ, ტვინში სისხლის ჩაქცევა ძალიან ცოტას ემართება.
მკვლევრებმა ამ შემთხვევაში მხოლოდ წნევის უეცარი გაზრდის ეპიზოდები შეისწავლეს, თუმცა, სისხლძარღვებს მუდმივი მაღალი წნევა ასუსტებს, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს ჭარბი წონა, თამბაქო და დაბალი მოძრაობითი აქტივობა. სწორედ დასუსტებული სისხლძარღვების გასკდომის გამო ხდება ინსულტების უმრავლესობა – სისხლის ტვინში გაჟონვა, რაც სერიოზულად აზიანებს ტვინს და შეიძლება, სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
ინსულტების შემსწავლელი ასოციაციის წარმომადგენელს, შარლინ ახმედს, ეჭვი შეაქვს კვლევების სიზუსტეში. მისი აზრით, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია უფრო დაწვრილებითი კვლევების ჩატარება.