ცნობილმა ამერიკელმა კომიკოსმა ჯიმ ქერიმ ხატვა დაიწყო. 53 წლის მსახიობს უზარმაზარ ტილოებზე საღებავები პირდაპირ ტუბებიდან გადააქვს. მისი მხატვრული მოღვაწეობა ჯიმ ქერის მეგობარმა ვიდეოფირზე აღბეჭდა.
ტილოზე ხატვის პარალელურად მსახიობმა სხვადასხვა ფერის ლაქებით იატაკი, შარვალი, ხელები და ფეხები გაითხუპნა, შემდეგ კი საკუთარი შემოქმედების ნაყოფის თვალიერებას შეუდგა და კმაყოფილიც დარჩა.
თავისი ნამუშევრები ჯიმ ქერიმ „ტვიტერზეც“ გამოაქვეყნა. მსახიობს არც ის დაუმალავს, რომ თავის დროზე საყვარელ ქალს ჯენი მაკარტის საკუთარი ხელით შექმნილ ნახატებს ჩუქნიდა.
რჩეულისთვის ნახატის შესაქმნელად კომიკოსს 50 საათი დასჭირდა.
ახლა მსახიობი ტილოზე მხოლოდ აბსტრაქტულ კომპოზიციებს ხატავს.