ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე სოფლების მერია- კონჭკათის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ინციდენტზე “გურია ნიუსთან„ კომენტარს აკეთებს. გამგებლის განცხადებით, მუშების ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
"დღეს გავიგე ამ ინფორმაციის შესახებ პრესიდან, რომ მერია -კონჭკათის გზაზე მშენებელ მუშებს დახვდნენ გზაზე და ცემეს. შევხვდი “სპს საბეკოს“ მშენებელს დათო გვაზავასაც და ვესაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით. ამავდროულად ვნახე კომპანია „ პირამიდას“ წარმომადგენელი შოთა ცინცაძეც, მან კატეგორიულად უარყო ინფორმაცია მისი გატაცების შესახებ.
დანარჩენთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია და საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია“, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.
ამავე თემაზე: "სად მიდის ეს ქვეყანა? ყაჩაღები გესხმიან თავს, გვატერორებენ!"