აღმოსავლეთ უკრაინაში, სეპარატისტების სარდალი ალექს მოზგოვი ლუჰანსკის რეგიონში მგზავრობის დროს ნაღმზე აფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად 6 სხვა პირიც იმყოფებოდა, რომელთა ვინაობაც უცნობია. შემთხვევის შედეგად ისინიც დაიღუპნენ.
CNN-ის ცნობით, რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა დაადასტურეს, რომ იერიშის მიზანი სარდალი იყო.
უცნობია, თუ ვინ დგას მომხდარის უკან და პასუხისმგებლობა ვის უნდა დაეკისროს.