ტუნისში, ერთ-ერთმა სამხედრომ 7 კოლეგა მოკლა, 10 დაჭრილიდან კი ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
შემთხვევის დროს, ის სამხედროც დაიღუპა, ვინც ცეცხლი პირველმა გახსნა.
BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ყაზარმაში დროშის აწევის ცერემონიის დროს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცს იარაღის გამოყენების ნება არ ჰქონდა.
ხელისუფლების განცხადებით, მთავრობა მომხდარს ტერორისტულ შემთხვევად არ მიიჩნევს.