საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს 28:14 მოუგო.
თამაში დინამო არენას სტადიონზე რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა. თამაშის განმავლობაში „ბორჯღალოსნებმა“ 4 ლელოს დადება მოახერხეს, 2 ლელო კი რუსეთის ნაკრების ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრებს რუსეთთან აქამდე 20 თამაში ჰქონდათ. აქედან, 18 მატჩი ქართველებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, ერთშიც გამარჯვება რუსეთმა მოიპოვა.