"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს, აქციის დარბევა მართული ძალების მიერ პროვოცირებული იყო.
ამის შესახებ გიგა ბოკერიამ 26 მაისისადმი მიძღვნილი გამოფენის დათვალიერებისას განაცხადა.
"გილოცავთ ყველას, მთელ საზოგადოებას, უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ შევძელით და გადავდგით ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ თავისუფალი სივრცისკენ, ევროპისკენ და ეს არის ამოცანა, რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. ძალიან სამარცხვინოა, 2011 26 მაისი, შესაძლოა, მაშინ ჩვენი მხრიდან იყო ძალის გადამეტების ფაქტები, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს პროვოცირებული იყო იმ ძალების მიერ, რომლებიც სპეციალურად მოწადინებული იყვნენ პროვოკაციისთვის", _ აღნიშნა ბოკერიამ.