ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ამის ამსახველი ფოტო ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვენა.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსის კათედრალის მოედანზე გამოიფინა ლიტვისა და საქართველოს დროშები – ჩვენი ქვეყნების ერთიანობის და მეგობრობის სიმბოლო", _ დაწერა გრიბაუსკაიტემ "ფეისბუქის" გვერდზე.