ტეხასში, ძლიერი შტორმის შედეგად არიან დაღუპულები და დაკარგულები, თუმცა, მათი ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია.
უამინდობის გამო, ქვეყანას ინტერნეტით და მობილური ტელეფონით კომუნიკაციის პრობლემა აქვს.
CNN-ის ინფორმაციით, წყალმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებელი საცხოვრებელი სახლების და ავტომობილების ნაწილი წყლის დინებამ წაიღო. 1000-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია. ძლიერმა ქარმა ხეებიც მოგლიჯა, ამიტომ ჩახერგილი და დაზიანებულია ხიდები.
მაშველები ურთულეს პირობებში შეძლებისდაგვარად მუშაობენ.
მეტეოროლოგების წინასწარი პროგნოზით, უახლოესი დღეების განმავლობაში ისევ ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.