დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს როგორც დედაქალაქში, ასევე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ვარდების მოედნიდან, თავისუფლების მოედნამდე სხვადასხვა სახის დახლები იყო გაშლილი, სადაც მოსახლეობას შეეძლო სამხედრო ტექნიკა დაეთვალიერებინა. რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ადგილას სცენა იყო გამართული, სადაც სხვადასხვა სახის კონცერტები ჩატარდა. აქვე შეგეძლოთ ქართული პროდუქტის დაგემოვნება-შეძენა. ღონისიებები პრეზიდენტის მიერ წვევამდელთა ფიცის ჩაბარების შემდგომაც გრძელდებოდა მანამ, სანამ მოსახლოეობა წვიმის გამო არ დაიშალა.
"გურია ნიუსი" თბილისში გამართული ღონისძიებების ამსახველ ფოტოებს გთავაზობთ: