დეპუტატი ირმა ნადირაშვილი, პრემიერ-მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ქვეყნის გაღარიბების ფონზე, ოპოზიციურ ძალაში მიმდინარე მოვლენებზე გაბრწყინებული სახით ლაპარაკისგან თავი შეიკაოს, რადგან ამით ქვეყნის ეკონომიკის ჩამონგრევასა და სხვა შექმნილ სიტუაციაზე, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
"კაცი, რომლის მმართველობის დროსაც, ქვეყანა და მოსახლეობა გაღარიბდა, ეკონომიკა ჩამოიშალა, დღეს გაბრწყინებული სახით ოპოზიციის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე აკეთებს კომენტარს.
მას ტყუილად აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნის დაქცევის პასუხისგმებლობას გაექცევა. ვფიქრობ, გაბრწყინებული და მოჭიმული სახე ამ სიტუაციაში ადეკვატური ნამდვილად არაა“, _ განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.