„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება განხორციელდა, რომელიც უნებართვო საქმიანობების განმახორციელებლებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლებას ანიჭებს.
საქმიანობის განმახორციელებლებს დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე შეხვდა და კანონით გათვალისწინებული ახალი რეგულაცია გააცნო.
კანონის მიხედვით მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭებისათვის, საქმიანობის განმახორციელებელი სამინისტროში წარადგენს, როგორც ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშს, ისე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეულ გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკს. აღნიშნული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში შესრულების შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი იქნება სამინისტროს ნებართვის მისაღებად მიმართოს.
შეხვედრაზე, მხარეებმა კანონში განხორციელებული ცვლილებებისა და აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.