გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი” – წულუკიანმა ჟორჟოლიანს უჩივლა

    „მთავარია, კაცი თუ იქნება, კაცი იყოს“

    შალვა პაპუაშვილი – ომის დაწყებისთანავე მოლდოვა ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ეს მაშინ, როდესაც კანდიდატობაც მისცეს, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ

    “პირველი ადამიანი ვარ, ვინც გალაკტიონის ლექსის უხეიროდ წაკითხვისთვის დააჯარიმეს” – ლორთქიფანიძე

    უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთლიანად არის ორბანზე დამოკიდებული” – მერაბ მეტრეველი

    “ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა”

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ _ თურქეთში აშშ-ის ელჩი

    ურსულა ფონ დერ ლაიენი- ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს

    რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ივლისი

    “საფრანგეთი უკრაინისთვის იარაღის შესყიდვაში მონაწილეობას არ მიიღებს”

    უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა 5 ნოემბრამდე გაახანგრძლივა

    ძლიერი წვიმისგან მეტროსადგური დაიტბორა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი” – წულუკიანმა ჟორჟოლიანს უჩივლა

    „მთავარია, კაცი თუ იქნება, კაცი იყოს“

    შალვა პაპუაშვილი – ომის დაწყებისთანავე მოლდოვა ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ეს მაშინ, როდესაც კანდიდატობაც მისცეს, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ

    “პირველი ადამიანი ვარ, ვინც გალაკტიონის ლექსის უხეიროდ წაკითხვისთვის დააჯარიმეს” – ლორთქიფანიძე

    უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთლიანად არის ორბანზე დამოკიდებული” – მერაბ მეტრეველი

    “ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა”

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ _ თურქეთში აშშ-ის ელჩი

    ურსულა ფონ დერ ლაიენი- ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს

    რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ივლისი

    “საფრანგეთი უკრაინისთვის იარაღის შესყიდვაში მონაწილეობას არ მიიღებს”

    უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა 5 ნოემბრამდე გაახანგრძლივა

    ძლიერი წვიმისგან მეტროსადგური დაიტბორა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“როცა გადამწერის შრომა უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე თავად ავტორისა” _ საავტორო უფლებების ისტორია

13:05; 28.05.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საავტორო უფლებები, როგორც სამართლებრივი მოვლენა, ერთიანად არ შექმნილა. მას ხანგრძლივი ევოლუციის პროცესი დასჭირდა. საავტორო უფლებების წარმოქმნის თაობაზე დღესაც მრავალი აზრი არსებობს, თუმცა შევჩერდებით ყველაზე ცნობილ ფაქტებზე და გაგაცნობთ საავტორო უფლებების, ამ ძალზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენის, შექმნისა და განვითარების ისტორიას.

საავტორო უფლებების ჩანასახი, შეიძლება ითქვას, ანტიკურ პერიოდშიც კი არსებობდა და ძირითადად ლიტერატურულ პლაგიატთან ბრძოლის სახე ჰქონდა. თუმცა ეს მცდელობა უფრო ეპიზოდური ხასიათისა გახლდათ და მხოლოდ ცალკეულ კულტურებზე ვრცელდებოდა.

მაშინ მეცნიერთა და ხელოვანთა წარმოდგენაში მათი ნაშრომები შემოქმედებით საქმიანობად არ აღიქმებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ მხოლოდ საღმრთო ცოდნის “გამტარებად” ევლინებოდნენ სამყაროს და საკუთარ “უნარს” შესაძლებლობების ფარგლებში გადმოსცემდენ. ამდენად, საკუთარ ნაწარმოებებზე უფლებების მოპოვების მცდელობაზე საუბარი სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელიც კი იყო.

“განა შესაძლებელია წამოჭრილიყო საკითხი საავტორო უფლებების შესახებ, როცა გადამწერის შრომა უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე თავად ავტორისა?” – წერდა მკვლევარი მარტენსი (1905).

მკვლევარი კანტოროვიჩი (1916) კი აღნიშნავდა, რომ “...არსებობდა არა ლიტერატურული საკუთრება, არამედ საკუთრება ლიტერატურული ნაწარმოების ყოველ ცალკეულ ეგზემპლარზე, მანუსკრიპტზე, როგორც განსხეულებულ საგანზე, რომელსაც ღირებულება ჰქონდა როგორც ნივთს და არა როგორც აზრობრივი შინაარსის მატარებელს”.

საავტორო უფლებების წარმოქმნის ისტორიას მთელს მსოფლიოში წიგნის ბეჭდვას უკავშირებენ. ამ გამოგონებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობის განვითარების თვალსაზრისით. ტირაჟებით ბეჭდვა გახდა მართლაც რომ მასობრივი და არცთუ ძვირი წარმოება. წიგნები, რომლებიც მანამდე თითო ეგზემპლარად არსებობდა, ძვირი იყო და მხოლოდ რჩეულთ მიუწვდებოდათ ხელი.

ტირაჟირების წყალობით კი წიგნები ფართოდ გავრცელდა

“…მისმა განსაკუთრებულმა პროდუქტულობამ საშუალება მისცა ცოდნისა და სიბრძნის საუნჯეს წყვდიადიდან გამონთავი-სუფლებულიყო, სამყარო გაემდიდრებინა და გაენათლებინა,” – წერდა წიგნის ბეჭდვის შესახებ თავის ქრონიკებში გერმანელი მწერალი ვერნერ როლევინკი (1474წ).

საავტორო უფლებებთან მიმართებაში წიგნის ბეჭდვას დადებითთან ერთად ნეგატიური მხარეებიც გააჩნდა. მაგალი-თად, ავტორი მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავდა წიგნის დაწერასა და პირველი ეგზემპლარის შექმნაზე, გამომცემელი – ტექსტის კორექტურაზე, ლეგალური ტირაჟის დამზადებასა და რეკლამაზე, არაკეთილსინდისიერ გამომცემელს კი მინიმალური ძალისხმევითა და დანახარჯებით თავისუფლად შეეძლო დამატებითი ტირაჟის დაბეჭდვა და არც თუ ცუდი შემოსავლის მიღება. ასეთი არალეგალური ტირაჟი სერიოზულ ზიანს აყენებდა გამომცემლებსა და ავტორებს, ზოგჯერ მორალურ ზარალსაც კი, როცა არაკეთილსინდისიერ გამომცემელს ავტორის სახელით გარკვეული ცვლილებები და შესწორებები შეჰქონდა ორიგინალის ტექსტში ან საერთოდ ითვისებდა ნაწარმოებს და საკუთარ შემოქმედებად ასაღებდა.

1525 წელს მარტინ ლუთერი ერთ-ერთი ნაწარმოების წინასიტყვაობაში (“განმარტება მოციქულთა წერილისა და სახარებისა ფილიპეს მარხვიდან აღდგომამდე”) სასტიკად კიცხავდა გამომცემლებს:

“თქვენ ძარცვავთ ერთი მეორეს, იპარავთ სხვისას და რყვნით ერთმანეთს. ნუთუ ქუჩის ავაზაკებად იქეცით? ნუთუ ფიქრობთ, რომ უფალი დაგლოცავთ ასეთი ბოროტი ქმედებებისა და ხრიკებისათვის?”.

ასეთი ფაქტებიდან გამომდინარე თავდაპირველად გამომცემლები საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოდიოდნენ და მმართველებისგან ითხოვდნენ სიგელს (ან, როგორც მეფის ინგლისში – პრივილეგიებს), რომელიც ფაქტობრივად ბეჭდვაზე ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებდა მათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი სიგელები თუ პრივილეგიები დაკანონებელი იურიდიული მექანიზმების გარეშე ვერ იქნებოდა ეფექტიანი. ისტორიული წყაროები განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის პრივილეგიების პირველობაზე.

მაგალითად, პირველწყარო კლუბერი აღნიშნავს, რომ პირველი პრივილეგია გაცემულ იქნა 1489 წელს, მაგრამ რომელ თხზულებაზე – არ სახელდება. პუნზერი მიუთითებს, რომ პირველი პრივილეგია გაიცა ციცერონის ეპისტოლეზე 1469 წელს. პოუილეტი თვლიდა, რომ პირველი პრივილეგიის მფლობელი იყო ვენეციის სენატის ტიპოგრაფისტი ალდი, რომელმაც არისტოტელეს თხზულებები გამოსცა.

გამომცემლები თუ წიგნითმოვაჭრენი გილდიებში ერთიანდებოდნენ. სწორედ ისინი განკარგავდნენ ავტორთა ინტერესებს. გამომცემლების უფლებების დასარეგულირებლად სერიოზული მცდელობები იქნა მიღებული ინგლისში XVI საუკუნეში, როცა ლონდონის გილდიას “Worshipful Compani jf Stationers and Newspaper Makers” (ხშირად Stationers Company-ად წოდებული) “უბოძეს” სამეფო ქარტია, რამაც გილდია მონოპოლისტად აქცია. წიგნის ბეჭდვის ბაზარზე წიგნის გამოსაცემად გილდიის წევრს ბეჭდვაზე უფლება უნდა მიეღო, ამასთან, გილდიის ყველა დანარჩენი წევრი ავტომატურად კარგავდა ბეჭდვის უფლებას. სწორედ მაშინ შემოვიდა ტერმინი copyright (კოპირაიტი) copy-აღწარმოება, right-უფლება. XVIII საუკუნის დასაწყისში გილდიამ დაკარგა თავისი გავლენა.

სამეფოში, რომელიც აერთიანებდა ინგლისსა და შოტლანდიას, გამომცემლებს შორის წარმოიქმნა სერიოზული დაპირისპირება, ძირითადად შოტლანდიელებსა და ინგლისელებს შორის. სიტუაცია მოითხოვდა სამეფო კარის ჩარევას და 1710 წლის 10 აპრილს დედოფალმა ანამ გამოსცა პირველი საკანონმდებლო აქტი საავტორო უფლებების დარგში. ეს დოკუმენტი დედოფალ ანას სტატუტითაა ცნობილი. სტატუტი იცავდა წიგნის, რუქებისა და ნახაზების ავტორებს არასანქცირებული კოპირებისაგან.

ამ დოკუმენტით გათვალისწინებული იყო ნაწარმოების ფასიანი რეგისტრაცია, რომლის გარეშეც ნაწარმოები საზოგადოების კუთვნილებად ითვლებოდა და კანონით არ იყო დაცული. დარეგისტრირებულ ნაწარმოებებზე მოქმედებდა დაცვა (ანუ ბეჭდვაზე ექსკლუზიური უფლება) 14 წლის მანძილზე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ავტორის სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში არსებობდა საავტორო უფლების კიდევ 14 წლით გაგრძელდების შესაძლებლობა.

შემდეგ კი ნაწარმოები საზოგადოების კუთვნილება ხდებოდა. ამასთან ერთად, შემოღებული იყო რეგისტრირებული ნაწარმოების ეგზემპლარების სამეფო ბიბლიოთეკაში გადაცემის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ამავე წელს, პირველად, ლიტერატორმა ჯონ ბერიმ დაიცვა თავისი წიგნი “ფილადელფიური გამოთქმების წიგნი”. ანას სტატუტმა ასევე აამუშავა ანტიმონოპოლიური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დავების დროს სასამართლო წესით მოიპოვებოდა დაბეჭდილი ნაწარმოებების ღირებულების განსაზღვრის უფლება. ეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა ეჭვი, რომ ბეჭდვაზე განსაკუთრებული უფლების მინიჭების წყალობით წიგნის ფასი ზედმეტად იყო გაზრდილი.

პირველი ხმაურიანი პროცესი საავტორო უფლებების შესახებ გაიმართა 1841 წელს. სასამართლომ დამნაშავედ სცნო არქივისტი, რომელმაც თავის ჟურნალში თვითნებურად გამოაქვეყნა აშშ-ს პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის წერილები. ამგვარად პირველად გამყარდა საავტორო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი – “კოპირაიტი”. ეს სიახლე ინგლისიდან ძალიან სწრაფად სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

1783 წელს კონეკტიკუტის შტატში მიღებულ იყო კანონი ”ლიტერატურისა და ტალანტის წახალისების შესახებ”. 1783- 1786 წლებში მსგავსი კანონები მიიღეს აშშ-ს სხვა შტატებმაც.

1791 და 1793 წლებში საფრანგეთში შემოღებულ იყო ორი კანონი, რომელიც იძლეოდა უფლებების დაცვის გარანტიას ლიტერატურულ, დრამატულ, მუსიკალურ, სახვით შემოქმედებითი საქმიანობის შედეგზე. შემდეგ, XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, მსგავსი საკანონმდებლო აქტები მრავალმა ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო. 1828 წელს საავტორო უფლების ცნებამ შეაღწია რუსეთშიც.

მომდევნო პერიოდებში სხვადასხვა ქვეყნის საავტორო სამართალში გაჩნდა ახალი ობიექტების დაცვის ნორმატიული აქტები, რომლებიც ითვალისწინებდა კინოფილმების, ფოტონამუშვრების, არქიტექტურული პროექტების, კომპიუტერული გრაფიკის, სამხატვრო დადგმებისა თუ წარმოდგენების, ფონოგრამებისა და სხვა ობიექტების დაცვას.

საავტორო უფლებების სამართლებრივ რეგულირებას ხელი შეუწყო შექმნილმა საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ორგანიზაციებმა. მათ მიერ იწარმოებოდა საავტორო უფლე-ბების დაცვის კონტროლი და რეგისტრაცია. ასე, მაგალითად, აშშ-ში 1870 წლიდან ამ საქმიანობას ეწეოდა კონგრესის ბიბლიოთეკა, რუსეთში კი – რუსი დრამატული მწერლების საკრებულო.

1886წ. საავტორო უფლებების სამართლებრივმა რეგულირებამ საერთო ევროპული ხასიათი მიიღო. საავტორო უფლებების რეგისტრაციის ერთიანი პროცედურის მიზნით ხელი მოეწერა ბერნის კონვენციას. ეს იყო პირველი საერთაშორისო შეთანხმება საავტორო უფლებების დაცვის შესახებ. აღნიშნული კონვენციის მიზანი გახლდათ სხვადასხვა სახელმწიფოების საავტორო უფლებების ურთიერთაღიარების უზრუნველყოფა და მათ დასაცავად საერთაშორისო ნორმების დადგენა.

შემდგომში ამ კონვენციას არაერთხელ გადახედეს და შეავსეს. მაგალითად, 1908 წელს საავტორო უფლებების მოქმედების ვადა გაიზარდა 50 წლით ავტორის გარდაცვალებიდან. ფაქტობრივად ბერნის კონვენციის ხელმოწერით დაიწყო საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო პერიოდი. ხელი მოეწერა ასევე სხვა სართაშორისო კონვენციებს, რომლებიც მიმართული იყო საავტორო უფლებების ცალკეული პრობლემების საერთაშორისო რეგულირებისაკენ.

საერთაშორისო დონეზე საავტორო უფლებების დაცვა იტვირთა იუნესკოს ორგანიზაციამ. 1952 წელს ხელი მოეწერა ჟენევის კონვენციას. ეს კონვენცია არ ცვლიდა ბერნის კონვენციას, ის ბერნის კონვენციაზე უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევდა ნაციონალური რეჟიმის პრინციპს, რაც ხელს უწყობდა განსხვავებული საავტორო უფლებების სისტემათა მქონე ქვეყნების გაერთიანებას. დღესდღეობით კონვენციაში 80 სახელმწიფოზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

შეიქმნა საერთაშორისო სტრუქტურებიც. სტოკჰოლმში 1967 წელს ხელი მოეწერა “კონვენციას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების შესახებ” (ისმო), რომელიც ძალაში შევიდა 1970 წელს. ისმო იქმნებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, როგორც მისი ერთ-ერთი სპეციალიზებული დაწესებულება. ისმო-ს საქმიანობა, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებდა სხვადასხვა ქვეყნებში ინტელექტუალური საკუთრების საკანონმდებლო ნორმების ჰარმონიზაციას, საავტორო უფლებების მართვის თანამედროვე მიდგომების პროპაგანდას, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული სპეციალური გადაწყვეტილების მიღება – განზოგადებას.

ბერნის კონვენციის გამოხმაურებას წარმოადგენდა 1887 წელს საავტორო უფლებების ნორმების გაერთიანება რუსეთის იმპერიის კანონთა კრებულში. იმ პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და საავტორო უფლებაც ნორმატიულად რუსეთის კანონებით რეგულირდებო-და. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე რუსეთში შენარჩუნებული იყო სახელმწიფოს მონოპოლია წიგნის გამოცემასა და ვაჭრობაზე.

შემდგომში წიგნის გამოცემასთან დაკავშირებული საავტორო უფლებების საკითხს ცენზურის ნორმები არეგულირებდა. “ცენზურის წესდება” /22.04.1828/ შეიცავდა ნაწილს “შემოქმედთა და წიგნის გამომცემელთა შესახებ”, რომელიც სიცოცხლეში ავტორებს განსაკუთრებულ უფლებას ანიჭებდა, გარდაცვალების შემდეგ კი მემკვიდრეებს 25 წლის განმავლობაში უნარჩუნებდა ამ უფლებას. შემდგომში ეს ვადა 35 წლამდე გაიზარდა.

აღნიშნული კანონი ფაქტობრივად პირველი ნორმატიული აქტი იყო საავტორო უფლებების შესახებ რუსეთისათვის და, შესაბამისად, იმ დროს რუსეთში კანონი – “დებულება შემოქმედთა უფლებების შესახებ”, სადაც განსაზღვრული იყო კონტრაფაქტულობის ცნება და მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის საკითხები. ამის შემდეგ შეიქმნა სახელშეკრულებო დოკუმენტების ფორმები, გაიზარდა საავტორო ჰონორარები.

1911 წელს მიღებულ იქნა კიდევ ერთი კანონი ”დებულება საავტორო უფლებების შესახებ”. ახალი კანონი მუშავდებოდა საუკეთესო დასავლეთევროპული კანონმდებლობების გათვალისწინებითა და გამოყენებით. ამ დებულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა რუსეთის იმპერიაში საავტორო უფლებების განვითარების თვალსაზრისით. თუმცა, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ავტორთა უფლებები სრულად არ მოიცავდა ბერნის კონვენციის წევრი ქვეყნების ავტორთა უფლებებს.

რუსეთი ჩამორჩებოდა სხვა ქვეყნებს საერთაშორისო შეთანხმებებში მონაწილეობით, ამიტომ რუსეთში მოქმედი საავტორო უფლებები ვრცელდებოდა მხოლოდ მის ტერიტორიაზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების ავტორთა უფლებები გამუდმებით ირღვეოდა მეფის მთავრობის მიერ გატარებული იმპერიული პოლიტიკით, რომელიც გულისხმობდა ნაციონალური კულტურის, ენისა და ლიტერატურის განვითარების აკრძალვას. ამ მიდგომით ავტორს მხოლოდ რუსულ ენაზე წერის უფლება ჰქონდა.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ გააუქმა კერძო გამომცემლობები, ხოლო საგამომცემლო საქმიანობის მონოპო-ლისტის ფუნქცია იტვირთა სახელმწიფომ. მხარი დაუჭირეს და წაახალისეს სოციალისტური, პროლეტარული ნაწარმოებების ავტორები, მათი ნაწარმოებები დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა, მათ ეძლეოდათ იმ დროისათვის მაღალი ჰონორარები. 30.01.1925 წელს გამოვიდა საბჭოთა სახელმწიფოს პირველი ნორმატიული აქტი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით – “საავტორო უფლებების საფუძვლების შესახებ”, რომელიც ამკვიდრებდა საავტორო ჰონორარის მყარ ნიხრებს.

30-იან წლებში საბჭოეთში შეიქმა შემოქმედებითი კავში-რები, რომლებიც კურირებდა საავტორო უფლებების დაცვას დარგების მიხედვით. საქართველოს მწერალთა, კომპოზიტორთა, მხატვართა, კინემატოგრაფისტთა, თეატრალურ მოღვაწეთა, ჟურნალისტთა, არქიტექტორთა და დიზაინერთა შემოქმედებით-მა კავშირებმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტმა საქართველოში საავტორო უფლებების მართვის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით დააფუძნეს საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტო, ანგარიშვალდებული იყო საკავშირო სააგენტოს წინაშე.
საკავშირო სააგენტო შუამდგომლობდა ავტორებსა და გამოცემებს შორის, საბჭოთა ავტორებსა და უცხოურ გამომცემლობებს შორის, უცხოელ ავტორებსა და საბჭოურ გამომცემლობებს შორის და არეგულირებდა საავტორო ანაზღაურების მოკრებისა და განაწილების საკითხს.

საბჭოთა რესპუბლიკებმა თავად დაიწყეს საავტორო უფლებებთან მიმართებაში კანონების მიღება. ყველა რესპუბლიკამ, მათ შორის საქართველომაც, მიიღო სამოქალაქო კოდექსი, რომლის 4 ნაწილი ეხებოდა საავტორო უფლებებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ 1997 წელს ახალ სამოქალაქო კოდექსში ცალკე ადგილი დაეთმო საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ მუხლებს, ხოლო 1999 წელს საავტორო უფლებების მარეგულირებელი ნორმები შეცვალა საფუძვლიანი კანონის მიღებამ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”. 2000 წელს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის სხვადასხვა დარგში ერთიანი საკანონმდებლო პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს “საქპატენტს” შეუერთდა საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტო.

2005 წლის 3 ივნისს და, უფრო მოგვიანებით, 2010 წლის 4 მაისს კანონში ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ავტორთა და სხვა უფლებამფლობელთა ქონებრივი უფლებების მართვა ხორციელდება კოლექტიურ საფუძვლებზე, რაც გულისხმობს საავტორო გასამრჯელოს აკრება – განაწილების პროცესის წარმართვას შესაბამისი კოლექტიური მართვის საზოგადოების მეშვეობით.

ცნება საავტორო უფლება დინამიკურად ვითარდება. ეს გარემოება მისი ვადის მოქმედების გაზრდასა და საავტორო უფლებების სუბიექტებისა თუ ობიექტების გაფართოებისკენაა მიმართული. ამ ფაქტს ხელს უწყობს საერთაშორისო თუ რეგიონალური ორგანიზაციების მუშაობა საავტორო უფლებე-ბის სხვადასხვა საკითხებზე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილე-ბების მიღება ამ პროცესთან მიმართებაში.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საპროტესტო მსვლელობა „არა რუსულ არჩევნებს“, პარლამენტთან მივიდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

21:20; 19 ივლისი, 2025
საზოგადოება

იყავით ფრთხილად! მაღალი ალბათობაა შტორმული სიტუაციის განვითარების _ მეტეოროლოგი

21:07; 19 ივლისი, 2025
საზოგადოება

„არა რუსულ არჩევნებს” – ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

20:57; 19 ივლისი, 2025
საზოგადოება

“დასრულდა, დავმარცხდით” _ ბავშვი, რომელსაც 28 მარტს მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

16:10; 19 ივლისი, 2025
საზოგადოება

ზვიად ბოლქვაძე ჩოხატაურში საავტორო კონცერტს გამართავს

13:38; 19 ივლისი, 2025

“რა ქნას უმუშევარმა ხალხმა მშივრები დარჩნენ? გთხოვთ, თქვენებურად გამოიძიოთ ეს საქმე“

სიყვარულის ორიგინალური ახსნა რუსთაველის მეტროსთან

ყველა სიახლე

საზოგადოება

საპროტესტო მსვლელობა „არა რუსულ არჩევნებს“, პარლამენტთან მივიდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

21:20; 19.07.2025
საზოგადოება

იყავით ფრთხილად! მაღალი ალბათობაა შტორმული სიტუაციის განვითარების _ მეტეოროლოგი

21:07; 19.07.2025
საზოგადოება

„არა რუსულ არჩევნებს” – ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

20:57; 19.07.2025
პოლიტიკა

“თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას”

20:09; 19.07.2025
პოლიტიკა

“კვერცხებთან ერთად დასრულდებით” – ბერდია სიჭინავა

17:24; 19.07.2025
საზოგადოება

“დასრულდა, დავმარცხდით” _ ბავშვი, რომელსაც 28 მარტს მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

16:10; 19.07.2025
პოლიტიკა

ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გურიის სამივე მუნიციპალიტეტში

15:14; 19.07.2025
პოლიტიკა

“მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის” _ მამუკა მდინარაძე

14:40; 19.07.2025
პოლიტიკა

ევროპარლამენტი: სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია

14:33; 19.07.2025
საზოგადოება

ზვიად ბოლქვაძე ჩოხატაურში საავტორო კონცერტს გამართავს

13:38; 19.07.2025
საზოგადოება

დაკარგული ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი 17 ივლისიდან ეძებდა, ცოცხალი იპოვეს

13:10; 19.07.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ზაფხულის ბოლოს მკვეთრი ცვლილებები ელოდება

11:51; 19.07.2025
მსოფლიო

ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ _ თურქეთში აშშ-ის ელჩი

11:42; 19.07.2025
ფეისბუქსტატუსები

“ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი” – წულუკიანმა ჟორჟოლიანს უჩივლა

11:16; 19.07.2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:03; 19.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი” – წულუკიანმა ჟორჟოლიანს უჩივლა

11:16; 19.07.2025
0

„მთავარია, კაცი თუ იქნება, კაცი იყოს“

11:00; 19.07.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო