რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა გამოცემამ „People“ ერთი გამოკითხვის შედეგები დააჯამა. ამ ჟურნალის მკითხველებს „ყველაზე სექსუალური კინომსახიობი მამაკაცი დღეს ცოცხალთაგან“ უნდა გამოევლინათ.
ყველასათვის მოულოდნელად ამ გამოკითხვაში ავსტრალიელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმენმა იმარჯვა. მან დიდი უპირატესობით გაუსწრო კოლეგებს, ჯორჯ კლუნის, ჯონი დეპსა და ბრედ პიტს.
46 წლის ავსტრალიელმა მსოფლიოში თითქმის ყველა ქალის გული მოინადირა არა მარტო თავისი მიმზიდველი გარეგნობით, არამედ იდეალური მეოჯახის სახელითაც.
ჰიუ ჯეკმენი უკვე 19 წელია ერთ ქალთან ცხოვრობს. მისი მეუღლე, მსახიობი დებორა ლი ქმარზე 13 წლით უფროსია.