გამოცემა "Rolling Stone"-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდია "Sony Music"-ს ჰაკერებმა შეუტიეს.
დაუდგენელმა პირებმა სტუდიის კომპიუტერებიდან ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონის სრული ჩანაწერები მოიპარეს. მათ შორის აღმოჩნდა მუსიკოსის დღემდე გამოუქვეყნებელი და უცნობი მასალა.
სტუდიის თანამშრომლების განცხადებით, კომპიუტერულმა ბოროტმოქმედებმა დაახლოებით50 ათასი ფაილი მოიპარეს. მათი საერთო ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს.
ჰაკერული შეტევის შედეგად გაუჩინარებულ ფაილებში აღმოჩნდა მაიკლ ჯექსონის ერთობლივი კომპოზიციები ჯგუფ "Black Eyed Peas"-თან. ეს ჩანაწერები "Sony Music"-ს მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა გამოექვეყნებინა.