საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც "ukr.inform"-ი წერს, სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციაში წყარომ დაუდასტურა.
ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად წარდგენა 30 მაისს მოხდება.
საქართველოს ექსპრეზიდენტის გუბრნატორად დანიშვნას, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი იგორ შევჩენკოც ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი გუბერნატორობის პარალელურად პოროშენკოს მრჩევლის თანამდებობასაც შეინარჩუნებს.