(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძის ინფორმაციით, ჯგუფი უკვე 23 იანვრიდან მიიღებს აღსაზრდელებს. ამ დროისთვის ბაღში 42 ბავშვი ირიცხება, მსურველი მეტია, თუმცა, რადგან ერთი ჯგუფი იყო, შესაბამისად, ვერ იღებდნენ ყველას. ამის გამო დაემატა მეორე ჯგუფი. ამისთვის შენობაში ორი ოთახი კოსმეტიკურ რემონტს მოითხოვს, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე, რწმუნებული და აღსაზრდელების მშობლები ითავებენ.
რევაზ ჩიტიძემ, გოჩა მოქიამ და ნინო ხალვაშმა, სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა ადგილზე დაათვალიერეს შენობის ოთახები, სადაც განსაზღვრულია კოსმეტიკური რემონტის გაკეთება. სარემონტო სამუშაოები ორშაბათიდან დაიწყება.