„მიმდინარე წლის ზაფხული ევროპაში მთელი თანამედროვე მეტეოდაკვირვებების ისტორიაში რეკორდულად ცხელი იქნება“, – ასეთი პროგნოზით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სივრცის აერონავიგაციისა და კოსმოსური სივრცის კვლევების ნაციონალური მართვის სწავლულები.
„უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში დედამიწის ატმოსფეროს ტემპერატურა ყველაზე მაღალი იყო განვლილი 130 წლის განმავლობაში, – იტყობინება სამუშაოთა ხელმძღვანელი, პროფესორი ჯეიმს ჰანსენი, – ხოლო 2015 წლის იანვარ-აპრილში ტემპერატურა მიუახლოვდა აბსოლუტურ რეკორდულ მაჩვენებელს. მათემატიკური მოდელები აჩვენებენ, რომ ტემპერატურა გაიზრდება და მომავალი თვეების განმავლობაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრებ თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს გადავიტანოთ ყველაზე ცხელი ზაფხული“.
მკვლევართა დასკვნების თანახმად, მომავალი ცხელი ამინდი არის წყნარი ოკეანის ცხელი დინებების მოძრაობის ცვლილებათა შედეგი, რომელიც ხელს უწყობს ისეთი კლიმატური ფენომენის წარმოქმნას, რომელიც ელ-ნინიოს სახელწოდებითაა ცნობილია. მიმდინარე წელს წყნარი ოკეანე გამოყოფს მნიშვნელოვნად მეტ სითბოს, ვიდრე – ჩვეულებრივ, რასაც მივყავართ დედამიწის ატმოსფეროს დაბალი ფენების გახურებისკენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved