საფეხბურთო კლუბ "მერცხალი" მთავარ მწვრთნელად ხარიტონ ჩხატარაშვილი დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე ის ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ წარადგინა. ხარიტონ ჩხატარაშვილის მწვრთნელად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კლუბის საერთო კრებაზე იქნა მიღებული.
ჩხატარაშვილი კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
"მერცხალმა" გასულ სეზონში არასტაბილურად იასპარეზა და მხოლოდ ბოლო ტურებში გადაურჩა პირველი ლიგიდან გავარდნას.