https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ერთი ოჯახის ცხოვრება

2:01; 14.01.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში, ჟორჟოლიანის ქუჩაზე მცხოვრები თეკლა ხმელიძე მეოთხე შვილს მალე გააჩენს. ცეცხლაძეების ოჯახს სწორედ იმ დროს ვესტუმრეთ, როცა 7 წლის ნესტორი, 5 წლის თორნიკე და 2 წლის მარიამი დედას კარტოფილის გათლაში ეხმარებოდნენ. ისინი ახლა კალანდის და კიდევ მეოთხე ძმის თუ დის (რომელიც ახლა, მათივე თქმით, “დედიკოს მუცელში უზის”) მოლოდინში არიან.

ცეცხლაძეების ოჯახის დიასახლისი თეკლა ხმელიძე, თავისი სტატუსით უკვე მრავალშვილიან დედად რომ ჩავთვალოთ, არაფერი დაშავდება. იგი საუბრის დაწყებისთანავე ამბობს, რომ მართალია, ფუფუნებაში არ ცხოვრობს და უჭირს, მაგრამ სურს, არავის ეცოდებოდეს.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ნუგზარ ცეცხლაძე და თეკლა ხმელიძე საკმაოდ სიტყვაძუნწი და მორიდებული ადამიანები არიან. მათი ოჯახის შემოსავალი თითქმის არაფერია, გარდა სოციალური დახმარებისა, რომელიც სულ 126 ლარს შეადგენს.

_ ჩვენ დასაქმებული არ ვართ, სამუშაო ახლა რომ არ არის, ყველამ იცის. ამიტომ, რა აზრი აქვს, ტყუილა იწუწუნო?! მე სამუშაოს ყოველთვის ვეძებ, ძიძადაც მიმუშავია, თხილსაც ვაგროვებ, იატაკიც მომიხეხია… ეს ზოგს სათაკილოდ მიაჩნია, მე კი სიამოვნებას მანიჭებს, ამ საქმეში აღებული ფულით რომ შვილებს ვაპურებ; თან არ მსურს, ვინმეს ვეცოდებოდე. დედაჩემი, ქსენია ხმელიძე ოზურგეთის ნოტარიუსში მუშაობდა ადრე და სანამ ის იყო, არაფერი გამჭირვებია, არც ახლა მოვაშიებ შვილებს… უბრალოდ, ვინმეს რომ საცოდავად მოვეჩვენო, არ მინდა.

_ რატომ გგონიათ, რომ საცოდავად მიგიჩნევს ვინმე? განა არ ხართ ღირსი, რომ 27 წლის ასაკში 4 შვილს რომ ქვეყანას აჩუქებ, განსაკუთრებული ყურადღება მოგაქციონ?

_ მე ჯერ მრავალშვილიანად არ ვითვლები, თუმცა ამით თავს ვერავის შევაწყენ. კარგი იქნება, ჩემს ქმარს რომ სამსახური ჰქონდეს. მე სხვა აზრის ვარ, ადამიანს არანაირი ფიზიკური შრომა არ უნდა ეთაკილებოდეს, ჩემი ჯაფით ვცდილობ თავის გატანას და კარგი ის იქნება, საძებარი არ იყოს სამუშაო, რომელიც არასოდეს მეზარება. ჩემს შვილებს, არ მინდა, რაიმე ენატრებოდეს.

_ გქონიათ ასეთი მომენტი, რომ შვილებს რაღაც მოენატრათ და თქვენ ვერ შეუსრულეთ?

თეკლამ პასუხად გარსშემოხვეული შვილები უსიტყვოდ ჩაკოცნა: _ მე დედაჩემმა, ქსენია ხმელიძემ, როგორც შვილი ისე გამზარდა, ყველაფერი გამიკეთა და ალბათ ამიტომაც ვარ ასეთი. მე მოლდაველი ვარ, ბოშა! ეს ყოველივე დედაჩემმა მიამბო. მითხრა, რომ ციმბირიდან ჩამომიყვანა, გამზარდა. მშვენივრად შევეგუე, უდიდეს პატივს ვცემდი. ვთვლი, რომ ძალიან კარგად გამზარდა. ბავშვები სიგიჟემდე მიყვარს, ღვთის წყალობის იმედი მაქვს და ამიტომაც ვაჩენ.

_ მეუღლეს მშობლები ჰყავს?

_ კი. ჯანვერდი ცეცხლაძის შვილია. გეცოდინებათ ეს კაცი, ცნობილი მეფუტკრეა. ერთი ვაჟი მასთან ცხოვრობს, ცოლ-შვილით. ძალიან კარგი ადამიანია და შვილებისთვის შრომისმოყვარეობის მაგალითია.

_ თუ მიგიმართავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დახმარების სათხოვნელად?

_ ხომ გითხარით, მე ქსენია ხმელიძის შვილი ვარ და არ მინდა ვინმემ საცოდავი თვალით შემომხედოს. რაც უნდა გამიჭირდეს, პატივისმცემელს მადლობას ვეტყვი, მაგრამ კარზე ვერავის მივადგები. მთავარია, ჩემს რწმენაში იყოს სისუფთავე და სიხარბე არ მქონდეს. ასეთი შთაგონებით ვზრდი შვილებსაც.

_ შუქისა და გაზის ფულის გადახდას როგორ ახერხებთ?

_ სად მაქვს გაზი?! შემოყვანა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შეშას ვხმარობთ, რა ვქნა? შუქის ფული ხან 20, ხანაც 30 ლარი გვიწევს. ამ 126-ლარიან დახმარებას ვანაწილებ.

_ ოთხი შვილის მეტს აღარ გავაჩენო, თქვით…

_ ძალიან მიჭირს ამის გამეორება, მაგრამ რაიმე ისეთ ხერხს მივმართავ, ალბათ, რომ ნაკლებცოდვიანი ვიყო. გასულ ზაფხულს, დაჩოქილი თხილს ვაგროვებდი, ასე ვიმუშავე მთელი ზაფხული, ლუკმა პურის გარდა, “კრასკა” და “შპაკლი” ვაგროვე, მინდა, რემონტიც ჩავატარო ნელ-ნელა, რომ შვილები უკეთეს გარემოში მყავდეს. იცით, რა? მე როცა ვშრომობ, თან ვფიქრობ, ახლა ამ ფულით შვილებს ლუკმას მივუტან-მეთქი, ეს კი ყოველგვარ დაღლილობას მიხსნის მხრებიდან. ძალიან მინდა, შვილები შრომის სიყვარულით გავზარდო, კარგი შვილი გაგაძლიერებს, ცუდი _ გაგტეხს წელში. ძალიან მინდა ისინი კარგ ქართველებად გაიზარდონ. ეს არის სულ ჩემი საფიქრალი…

თეკლა ხმელიძის ნაამბობის შემდეგ, აღარ გამკვირვებია, რატომ არის ასე მოხიბლული ყველა, ვინც მას კარგად იცნობს. სამი შვილის დედა, ღირსეული ქალი, რომელიც საცაა თავის ოჯახს კიდევ ერთ პატარას შეჰმატებს, ნამდვილად იმსახურებს დაფასებას და ოცნებების ასრულებაში ხელშეწყობას.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9 თებერვალი, 2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9 თებერვალი, 2026

“თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დაკავებულია

"თავისუფალი დემოკრატები" ელგუჯა ჩხაიძის დაკავებას აპროტესტებენ

ყველა სიახლე

ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო