"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ" _ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 სექტემბრის # 61 განკარგულებაში დამატებითი ცვლილებები შედის _ ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე ქუჩებზე საგზაო ნიშნები “ დგომა აკრძალულია“ და “დაუთმე გზა“ დაიდგმება.
საგზაო ნიშანი 2.4. და საგზაო მონიშვნა 1.13 “დაუთმე გზა“ დაიდგმება ქალაქ ოზურგეთში, დავით აღმაშენებლისა და შემდეგი ქუჩების კვეთაში: დავით გურამიშვილის, ანრი დიუნანის, კახა ინწკირველის, ჯავახიშვილის, მოსე გოგიბერიძის, თავისუფლების, სიმონიშვილი, აკაკი ბაქრაძის, ნემიროვიჩ-დანჩენკოს, ბოხვაურის გადასახვევის, სამთო ქიმიის, ბესიკის, მერაბ კოსტავასა და შემდეგი ქუჩების კვეთაში: ლალიონის, ძმები ერქომაიშვილების, აკაკის, ზაზა დამენიას, ნოდარ დუმბაძის, საფო მგელაძის, მეგრელაძის, დიმიტრი შევარდნაძის, გაბრიელ ეპისკოპოსისა და ვიქტორ დოლიძის კვეთაში, ერისთავისა და ვიქტორ დოლიძის, ჭავჭავაძისა და თბილისის, ჭავჭავაძისა და 26 მაისის, 9 აპრილისა და 26 მაისის, 9 აპრილისა და გაბრიელ ეპისკოპოსის შემაერთებელი ქუჩის, ჭავჭავაძისა და იოანე პეტრიწის, გმირთა მოედანზე წრიულთან, ბოლქვაძის ქუჩაზე რკინიგზის სადგურთან., თეატრალური მოედნიდან გმირთა მოედანზე ჩამავალ დაღმართზე.
საგზაო ნიშანი 3.28 “ დგომა აკრძალულია“ დაიდგმება შემდეგ ქუჩებზე: გრიბოედოვის ქუჩის ორთავე მხარეზე გურიის ქუჩის კვეთიდან ხიდამდე, ჭავჭავაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის წინ, ანტონ ნაკაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერთან ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე. ნინოშვილის ქუჩაზე ავტო სამრეცხაოდან გ.სალუქვაძის ქუჩის კვეთამდე, თაყაიშვილის ქუჩაზე – დასაწყისში მდებარე ხიდიდან ბჟუჟის ხიდამდე, ყაზბეგის ქ. კვეთიდან ანტონ ნაკაშიძის ქ. კვეთამდე.
სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი 3 ერთეული ლ. მალაზონიას ქუჩაზე მოეწყობა.
აღნიშნული განკარგულების შესრულებაზე კონტროლი ქალაქ. ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას დაევალა.