ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა.) ი.პ. “ ოზურგეთის სერვისცენტრის“ თანამშრომელი კახა მალაზონია, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ოზურგეთში ცენტრალური ავტოსადგურიის ტერიტორიაზე,“ გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ღამის საათებში, სწორედ მაშინ აიყვანეს, როცა ის საგზაო ნიშანს იპარავდა.
მის მიმართა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ქურდობის ფაქტზე.
მალაზონია “ გურია ნიუსთან“ აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მას ამის გამო პრობლემა არ უნდა შექმნოდა, რადგან ეს მისი პირადი ინიციატივა არ იყო:
_ რაღაცა პრობლემები მქონდა საგზაო ნიშანთან დაკავშირებით, მაგრამ ის იყო მოსახსნელი. მოქმედი ნიშანი რომ ყოფილიყო, მაშინ კი ბატონო. ღამე არ მიმქონდა, დღე მოვხსენი, მაშინ დააფიქსირეს, მეტი რა აქვს მაგათ საქმე. კომუნისტების დროინდელი ნიშანი იყო. თანაც ჩემი ინიციატივით არ ჩამომიხსნია. ახლა უკვე პრობლემა აღარ უნდა მქონდეს, საპროცესო გარიგებით გამომიშვეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მალაზონიამ, რომელიც ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ წარსულში, ნარკოტიკების მოხმარების გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს.