https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არეშიძის ტყუილი, ღარიბაშვილი ნახევრად სიმართლე, კალაძის და გაბაშვილის სიმართლე _ FactCheck.ge

10:06; 2.06.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

FactCheck.ge პოლიტიკოსების და საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

25 მაისიდან 1 ივნისამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.

ყველაზე პოპულარული სტატია ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებას ეხებოდა, რომელიც ფაქტ-მეტრმა მკითხველის თხოვნით გადაამოწმა. არეშიძის თქმით, გიორგი ქადაგიძემ მსოფლიო ბანკს 2 წლით ადრე დაუბრუნა ვალი – 400 მილიონი დოლარი, რამაც ლარის გაუფასურებას ხელი შეუწყო.

საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი აქვს და არა მსოფლიო ბანკის. 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის 30 აპრილამდე, ეროვნულმა ბანკმა მართლაც დაფარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი – 400 მილიონი დოლარი, თუმცა, ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2010-2015 წლებში ეროვნულ ბანკს ვალი წინმსწრებად არ გადაუხდია და მისი დაფარვა გრაფიკის თანახმად, შესაბამისი წლების მიხედვით განხორციელდა. 2012 წლის ოქტომბერ-დეკემბერში  – 69 მილიონი დოლარი, 2013 წელს – 244 მილიონი, 2014 წელს – 73 მილიონი, ხოლო 2015 წლის იანვარ-აპრილში 13 მილიონი დოლარი დაიფარა.

მამუკა არეშიძის აზრით, ეროვნული ბანკის მიერ ვალის გადახდამ ლარის გაუფასურება გამოიწვია.

2010-2013 წლებში ეროვნული ბანკის ვალი 537 მილიონი დოლარით შემცირდა. ამის მიუხედავად, ლარის კურსი 2014 წლის ბოლომდე სტაბილური იყო. 2010 წლის პირველ იანვარს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.69 ლარი, ხოლო 2014 წლის პირველ იანვარს – 1.74 იყო. ჯამში, 4 წლის განმავლობაში, ლარი მხოლოდ 0.05 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნული ბანკის ვალის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ლარის კურსმა გაუფასურება 2014 წლის ბოლოს დაიწყო. 2014 წელს კი, ეროვნული ბანკის ვალი 73.1 მილიონი დოლარით შემცირდა. 2015 წელს ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდა და პირველ მაისს ის დოლართან მიმართებაში უკვე 2.36 იყო, თუმცა, ამ პერიოდში ეროვნული ბანკის ვალი მხოლოდ 13 მილიონი დოლარით შემცირდა. როგორც ვხედავთ, ეროვნული ბანკის მიერ ვალის გადახდას ლარის გაუფასურება არ გამოუწვევია.

ამ მონაცემების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ მამუკა არეშიძის განცხადება ტყუილია.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გადაამოწმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ბოლო ორი წლის განმავლობაში ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ევროკავშირი არის ძირითადი ბაზარი, უნდა გახდეს ჩვენთვის ძირითადი ბაზარი. ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე პირველ წელს 65%-ით გაიზარდა, ზრდა იყო მეორე წელსაც. წელს, პირველ კვარტალში, უკვე 21%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე, ზრდა გვაქვს ჩინეთში“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი 72%-ით, 2014 წელს კი 2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპორტის 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2015 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 32%-ით შემცირდა.

2013-2014 წლებში ექსპორტირებული პროდუქციის 21% ევროკავშირის ბაზარზე მოდიოდა, 2012-2011 წლებში კი ეს რიცხვი დაახლოებით 17% იყო. ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნიდან ევროკავშირის ბაზარზე გასული პროდუქციის წილი გაიზარდა, თუმცა პროცენტული ზრდის ტემპი შემცირდა. 2014 წელს ექსპორტის ზრდის ტემპი 1.6%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებით, 28%-იანი კლება დაფიქსირდა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარზე მიმდინარე წელს პირველ კვარტალში ექსპორტის 21%-იანი ზრდა გვაქვს, ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 55%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ჩინეთს, 2014 წელს ჩინეთში ექსპორტის ნამდვილად მაღალი, 166%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჩინეთის ბაზარზე 2010 წელს ექსპორტის 349%-იანი ზრდის შემდეგ, ეს ჯერჯერობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლეა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი კახა კალაძის განცხადებას ეხებოდა. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, „წელს ენერგეტიკაში 640 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“.

ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის გაფართოების ფარგლებში 300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. 2015 წელს სხვადასხვა პროექტებში დაახლოებით 335 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცნობია დაგეგმილი ინვესტიციების რა ნაწილი იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის სფეროში 2014 წელი სხვა წლებთან შედარებით ერთ-ერთი წარუმატებელი წელი იყო. გასულ წელს ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 60%-ით შემცირდა. ასევე, შემცირდა (2.8%-ით) პროდუქციის რეალური გამოშვებაც.

2015 წელს ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი ჯამური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ემთხვევა ენერგეტიკის მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვს. გამომდინარე იქიდან, რომ კახა კალაძის განცხადება პროგნოზია, ჩვენ მას წლის ბოლოს კვლავ დავუბრუნდებით. ამ ეტაპზე კი, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ კახა კალაძის განცხადება სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი გაბაშვილის განცხადებაც გადაამოწმა. გაბაშვილის თქმით, ბანკი „ქართუს“ მოგება 17.5-ჯერ გაიზარდა.
გიორგი გაბაშვილის განცხადების გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში ბანკი “ქართუს” წმინდა მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.5-ჯერ (1 655%-ით) გაიზარდა და 11.5 მილიონ ლარს გადააჭარბა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ გარდა უშუალოდ წმინდა მოგების აბსოლუტური მნიშვნელობის ზრდისა, ბანკი “ქართუს” შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 14.9-ჯერ გაიზარდა უკუგება საშუალო კაპიტალზე (ROE) – 1.27%-იდან 19.04%-მდე, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წმინდა მოგების აბსოლუტური მაჩვენებლის ზრდა არ ყოფილა გამოწვეული კაპიტალის მნიშვნელოვანი ზრდით. ბანკი “ქართუ” იყო გამონაკლისი, რომელსაც მსგავსი ტემპებით გაეზარდა მოგების როგორც აბსოლუტური, ასევე ფარდობითი მაჩვენებელი.

შესაბამისად, გიორგი გაბაშვილის განცხადება სიმართლეა.

FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026

მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს

"აგროდაზღვევის“ პროგრამაში მონაწილე ფერმერებს სტიქიისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო