სტამბულში აქსარაის რაიონში მდებარე ერთერთი ბანკიდან მიმდინარე წლის 15 მაისს გატაცებული 4 მილიონი ლირის მძარცველები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია გამოძიების მასალებზე დაყრდნობით დღეს ავრცელებს.
ინტერნეტ გამოცემა www.haberturk.com-ის ინფორმაციით, კამერებში კარგად ჩანს თუ როგორ ძარცვავს ორი მძარცველი სამკერვალო კომპანიის ორ კურიერს, რომლებსაც 800 ათასი ევრო და 600 ათასი დოლარი ბანკიდან გაჰქონდათ. მძრცველებმა თავში მათ მძიმე საგანი ჩაარტყეს და თანხა გაიტაცეს.
შემთხვევიდან ერთ საათში ორივე მძარცველი სათვალთვალო კამერებმა სტამბულის ათათურქის აეროპორტში დააფიქსირეს და ისინი საქართველოსკენ გამოემგზავრნენ.
მათი ვინაობა სამართალდამცველებისათვის უკვე ცნობილია და უახლოეს დღეებში შესაძლოა ორთავე ქვეყნის ძალოვანებმა მათ დასაკავებლად ერთობლივი ღონისძიება ჩაატარონ.
მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც მოხდა_ ქართველთა ჯგუფმა თურქეთის ერთერთი ქალაქის საიუველირიო მაღაზიიდან ექვსი კილო ოქრო მოიპარა და საქართველოში ჩამოაღწია. თუმცა, ორთავე ქვეყნის სამართალდამცველთა ერთობლივი ძალისხმევით ჯგუფის წევრები დააკავეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved